ნეაპოლში, 27 წლის ქართველი ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
შემთხვევა, სან ფერნანდოში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.
პოლიციამ დაკავებისას ამოიღო 6 სუნამოს შეკვრა და ტანსაცმელი, რომელსაც ის ხელჩანთაში ინახავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ქართველს კრიმინალური ისტორია აქვს, თუმცა, დეტალები უცნობია.