რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-08-13 19:08:42

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის ქუჩაზე #18 კორპუსს და კახეთის, მცხეთის, სამშვილდის, ტოლსტოის და ნეკრასოვის ქუჩების კერძო სახლების ნაწილს;   

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.