რუსთაველი ოლიმპიელები 10 000-10 000 ლარით დაჯილდოვდნენ [video]

2024-08-12 23:27:45

რუსთაველი ოლიმპიელებს ლაშა გურულსა და გიორგი სარდალაშვილს მერიამ 10 000-10 000 ლარით დააჯილდოვა.

პარიზის ოლიმპიადის მონაწილეებს ფულადი ჯილდოები ქალაქის ცენტრალურ პარკში ახალგაზრდობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს.

ცენტრალურ პარკში მეგობრის, გიორგი სარდალაშვილის, მხარდასაჭერად იყო ჩამოსული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული 24 წლის შემდეგ გახდა პირველი მოკრივე, რომელმაც ქართულ კრივს ოლიპიური მედალი მოუპოვა.

გურული პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.