რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-08-12 19:34:44

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს 11:45-დან 12:00 საათამდე და 18:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავსში ბათუმის, მაიაკოვსკის,  9 მაისის,  ასლანიკაშვილის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:45-დან 18:30 საათამდე აბონენტებს   რუსთავში კოსტავას, მეტალურგების, ჭავჭავაძის, ქაშაკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;  

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.