საფეხბურთო კლუბ "რუსთავი-"ს U13 გუნდის ფეხბურთელი რუსთაველი საბა ასანიძე გერმანიაში, ქალაქს კარსლრუეში 5 დღიან საზაფხულო კემპზე იმყოფებოდა.
5 დღის განმავლობაში კემპში მონაწილე 80-მდე ფეხბურთელი მწვრთნელების მიერ მიღებულ დავალებებს ასრულებდნენ.
ფეხბურთელები 7 კომპონენტით ფასდებოდნენ, მათ შორის იყო სისწრაფე, ბურთის მიღება, პასის სიზუსტე და სხვა.
8 მწვრთნელის მიერ მიღებული შეფასებებით საბა ასანიძე 3 საუკეთესოში მოხვდა და მესამე ადგილი დაიკავა.
საბა სიმბოლური მედლით დაჯილდოვდა.