რუსთავში 2000-მდე აბონენტს წყლის მიწოდების აღდგენა დაუგვიანდა.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "ჯივიპის", სადაც აცხადებენ, რომ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მიმდიარეობისას, მილის წყლისგან სრულად დაცლას დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდა, რის გამოც რუსთავის ნაწილს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წყლის აღდგენა აბონენტებისთვის 16:00 საათისთვის მოხდება.
"გაგადინის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მიმდიარეობისას, მილის წყლისგან სრულად დაცლას დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდა. რის გამოც, ქალაქ რუსთავის ნაწილს წყალმომარაგების აღდგენის დრო რამდენიმე საათით გაუხანგრძლივდა.
წყალმომარაგება დღეს, 10 აგვისტოს 16:00 საათამდე შეზღუდული აქვს: ჭყონიდელის დასახლებას, (ინტერნატების) მე-12, მე-16,მე-17, მე-18, მე-19 მიკრორაიონებს და სანაპიროს დასახლებას",- განგვიცხადეს კომპანიაში.