ავარიას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2024-08-09 18:15:47

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.