თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 კი - დაშავდა.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებთ.
მათი ცნობით, ავტობუსი, რომელიც იზმირიდან აგრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდის ჯებირს შეეჯახა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა ავტობუსში მყოფი რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს და ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.