ავარია მაგისტრალზე

2017-12-30 11:19:30

ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიოდან თბილისისკენ მიმავალ (ე.წ. შემოვლით გზაზე) დაახლოებით დილის 8 საათზე მოხდა. სატვირთო ავტომობილის (ტრაილერის) მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ავტომობილში მყოფი მძღოლი არ დაშავებულა. ავარიის დროს მანქანას მოწყდა სატვირთო კონტეინერი, ხოლო ე.წ. "კაბინა", რომელშიც მძღოლი იმყოფებოდა, ხევში არ გადავარდნილა. არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მართვის დროს მძღოლს ჩაეძინა.