რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰიუნდაის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.