რუსთავის ტაეკვანდოს გუნდმა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.
ტურნირში, რომელშიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ყაზახეთის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა რუსთაველებმა 14 მედლის მოპოვება მოახერხეს.
მედლებს შორის 7 ოქროა, 5 ვერცხლი 2 კი ბრინჯაო.
ელიმშან ტალიბოვისა და ბაჩანა ტუხაშვილის გაწვრთნილმა სპორტსმენებმა გუნდურ შეჯიბრში მე-3 ადგილი დაიკავეს.