ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ განყოფილებაში ცოფიან ძაღლთან კონტაქტის გამო სამი ადამიანი ცოფის საწინააღმდეგო აცრებს იკეთებს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტები გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან არიან.
"კონტაქტი ჰქონდა ძაღლთან, რომელსაც შემდეგ ცოფი დაუდგინდა. აჭმევდა, ეფერებოდა. სამი ადამიანი იკეთებს აცრებს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ჯანგულაშვილმა.