რუსთავში მამაკაცი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა მე-15 მკრ-ში მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი, საკუთარი სახლის ფანჯრიდან, მეხუთე სართულდან გადმოვარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.