გამოფენა მუზეუმში (იხ. ფოტოები)

2016-10-21 20:00:37

რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა გია ჭიჭიაშვილის პერსონალურ, საიუბილეო გამოფენას უმასპინძლა. საღამოზე მხატვრის 40-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. აბსტრაქციულ ექსპოზიციებთან ერთად, გამოფენილი იყო ფერწერა და მინი ქანდაკებები. მხატვარის შემოქმედებაში ეს მესამე პერსონალური გამოფენა იყო. საღამო მხატვართა გაერთიანება „გამა“-ს ორგანიზებით გაიმართა.