ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე რუსთავის მოხუცებულთა თავშეაფარს ესტუმრნენ. მერმა და დეპუტატმა მოხუცებულები მოინახულეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სიმბოლურად საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ღვაწლმოსილი რუსთაველების მონახულება და მათთვის საჩუქრების გადაცემა დღეს დილიდან დაიწყეს.