სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისის თვეში რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში საჯარიმო სანქცია სასურსათო მაღაზიებს დაეკისრა. მირანგულას განმარტებით, ობიექტების დაჯარიმების მიზეზი ერთ შემთხვევაში მომხმარებლისთვის ინფორმაციით მიწოდების დარღვევა გახდა, მეორე შემთხვევაში კი რეგისტრაცია.
საერთო ჯამში, რუსთავში ინსპექტირება 23 ობიექტში ჩატარდა, ქვემო ქართლის მასშტაბით კი 94-ში. რეგიონში ჯარიმა 9 ობიექტს დაეკისრა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი მაღაზიების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს.