რუსთავი-გაჩიანის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

2024-07-30 16:05:02

რუსთავი-გაჩიანის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტ “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, თავდაპირველად ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა, შემდეგ მეორე ავტომობილს, რის შედეგადაც ორივე მანქანა ხეს შეეჯახა.

შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე კაცი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გზის ამ მონაკვეთზე ხშირია ავარიები, რის გამოც გარდაბნის მუნიციპალუტეტს სიჩქარის შემზღუდავი კონსტრუქციების დამონტაჟება არაერთხელ სთხოვეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები