გორში ხანძარი იყო.
ცეცხლი კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.
უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.