2016 წელს მისტერ მსოფლიოს ტიტული 27 წლის ინდოელმა როხიტ ხანდელვალმა მოიპოვა. სწორე ის დასახელდა ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად მსოფლიოში და ბრიტანეთში ჩატარებულ კონკურსში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 46 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას მისტერ მსოფლიო გახდა. როგორც გამარჯვებული აღნიშნავს მას ბავშვობიდან ჰქონდა სურვილი რომ ყველაზე სიმპატიური მამაკაცის ტიტული მოეპოვებინა, 2014 წელს ჯერ მშობლიურ ქალაქში გახდა ყველაზე სასურველი მამაკაცი, შემდეგ უკვე 2015 წელს საკმაოდ მასშტაბურ კონკურში, ინდოეთში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისტერ ინდოეთის წოდება მიიღო, 2016 წელს კი ინდოეთის სახელით უკვე მისტერ მსოფლიოს კონკურსზე გავიდა და პირველობა აქაც არავის დაუთმო. ინდური პრესა კი იტყობინება რომ როხიტი რამდენიმე წლის წინ ძალიან ჩვეულებრივი შეხედულების მამაკაცი იყო, ის ერთერთ კომპანიაში სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვარჯიში დაიწყო, წონაში დაიკლო, შესაბამისი იმიჯი შეარჩია და გადაწყვიტა რომ მისტერ მსოფლიო გამხდარიყო და ასეც მოხდა.