რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-07-23 20:03:55

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს:

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, ტაბიძის, მაზმიშვილის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის ქუჩაზე კორპ. #18, კახეთის, მცხეთის, სამშვილდის, ტოლსტოის და ნეკრასოვის ქუჩების კერძო სახლების ნაწილს;   

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.