რუსთავში ლიფტების რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც სხდომის მომხსენებელმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ტაბაღუამ განაცხადა, ახალი ეტაპის ფარგლებში, რუსთავში დამატებით 45-მდე ლიფტი უნდა რეაბილიტირდეს.
"საკითხი ითვალისწინებდა ისეთი პროექტის მოწონებას, რომლის მიხედვითაც, რუსთავში ლიფტების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. როგორც კი პროექტი საკრებულოში გაივლის მოწონებას, გაგრძელდება პროცედურები, აისახება ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცემულ განკარგულებაში და ამის შემდეგ, შესაბამისი თანხის ბიუჯეტში გათვალისწინება მოხდება, რასაც ტენდერის გამოცხადება და ლიფტების რეაბილიტაცია მოყვება.
დადგენილებაში იქნება 1 300 000 ლარზე საუბარი, რომლითაც დაახლოებით 40-45 ლიფტი უნდა რეაბილიტირდეს.
მისამართები დადგინდება მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობასთან , ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად", - განაცხადა ტაბაღუამ.