 
         2024-07-21 13:44:43
2024-07-21 13:44:43 
    
		
		
			საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გურამ შავარდენიძე, რომელიც 19 წლის ბაიკერის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ აღკვეთზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დაკავებულს ბრალი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 19 ივლისს მოხდა. სამართალდამცველები მოპედით მოძრავ მამაკაცს მისდევდნენ, რა დროსაც პატრული ერთ-ერთმა ეკიპაჟმა სავარაუდოდ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. ამას კი ავტოავარია და ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.
წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.