განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა, ის მეგობრებთან ერთად წავიდა მდინარაზე.
ბიჭი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაიწყეს. ნაპირზეა ნაპოვნი მოზარდის ტანსაცმელიც.