სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში:
რჩეულიშვილის, მცხეთის, კახეთის, ტოლსტოის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კერძო სახლების და კორპუსების ნაწილს;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, დუმბაძის, მშენებლის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს, აგრეთვე 2-ე საჯარო სკოლას და 21-ე ბაგა-ბაღს.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.