რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი დღე დასრულდა.
დღეს ორ სესიად მაგისტრატურის გამოცდები ჩატარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 217 აპლიკანტიდან 186 გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი, რეგისტრირებული 216 სტუდენტიდან 172 გამოცხადდა.
მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.