მეზობელმა მეზობელი დაჭრა

2024-07-17 15:27:54

თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მეორეს დანით დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, მეორე პირი კი სამართალდამცავებმა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.