რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი დღე დასრულდა.
აბიტურიენტებმა დღეს გამოცდა პირველ სესიაზე ისტორიაში, ხოლო მეორე სესიაზე ქიმიაში ჩააბარეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 399 აბიტურიენტიდან 349 გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი, რეგისტრირებული 174 აბიტურიენტიდან 162 გამოცხადდა.
მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.