რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ კორპუსში პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
ცეცხლი, სავარაუდოდ, მაცივარს გაუჩნდა.
ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
იქამდე სანამ ადგილზე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი მივიდოდა, ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივებმა სცადეს.
ადგილზე ასევე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.