რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი დღე დასრულდა.
აბიტურიენტები გამოცდას დღეს ისტორიაში ჩააბარეს.
გამოცდა ორ სესიად წარიმართა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 403 აბიტურიენტიდან 369 გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი, რეგისტრირებული 403 აბიტურიენტიდან 371 გამოცხადდა.
მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.