პოლონეთში ქალაქ ზამკში ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 52 წლის კაცმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გზაზე დატოვებული ავტომობილი გაქურდა.
საქართველოს მოქალაქემ ავტომობილიდან ფოვერ ბანკი, სამი სათვალე, CD და დოკუმენტები მოიპარა, რომელთა ღირებულება 250 ზლოტს უდრიდა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, მამაკაცს ავტომობილების ქურდობის შემთხვევები წარსულშიც ჰქონდა.
სამართალდამცავებმა საქართველო მოქალაქე დააკავეს.