რამდენი მგზავრი გადაიყავა 6 თვეში რუსთავი-თბილისის ავტობუსებმა

2024-07-14 14:07:13

რუსთავი-თბილისის ავტობუსები 1 იანვრიდან 1 ივლისამდე 717 489 მგზავრს მოემსახურა.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოდან მიაწოდეს.

მათ მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით თვეების მიხედვით მგზავრთა გადაყვანილი რაოდენობა ასე ნაწილდება.

იანვარი - 99 129

თებერვალი - 95 379

მარტი -133 462

აპრილი - 139 522

მაისი - 116 702

ივნისი - 133 295