რუსთავში ავტომობილი ამოტრიალდა [video]

2024-07-13 19:18:38

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ნისანისა" და "მაზდას" მარკის 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტომობილი ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.