იცოდი? - რომ რუსთავში მე-3, მე-5 და მე-9 მიკრორაიონებიც არსებობს.
ქალაქში ძალიან ბევრმა იცის სად მდებარეობს მე-7, მე-11, მე-12, მე-14, ე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე მიკრორაიონები. შესაძლოა აქამდე ერთხელ მაინც გასჩენია კითხვები არსებობს თუ არა 21-ემდე გამოტოვებული ციფრები დასახელების მიკრორაიონები, მაგალითად 1-ლი, მე-2, მე-3 და ასე შემდეგ.
ამ ეტაპზე მოძიებული ინფორმაციით, დაზუსტებულად ვიცი, რომ არსებობს მე-3, მე-5 და მე-9 მიკრორაიონები, რომელთა შესახებაც, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს არც კი გაუგია.
სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც მარჯვენა სანაპიროს აქტიური განაშენიანება დაიწყო და მიკრორაიონებად დაყოფაც მოხდა, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ არ დარჩა ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მიკრორაიონი.
მაგალითად მე-3 მიკრორაიონი მოქცეულია შემდეგი ქუჩების შიგნით: ფალიაშვილი, მაჩაბელი, თბილისისა და მეგობრობის.
'
მე-5 მიკრორაიონი მოქცეულია: ლომოურის, მელიქიშვილი, ფალიაშვილისა და მეგობრობის ქუჩებს შორის.
მე-9 მიკრორაიონი მოქცეულია: მეგობრობის, კლდიაშვილის, თოდრიასა და მესხიშვილის ქუჩებს შორის.