რუსთავში ბინის დაგირავებისთვის, მინიმუმ 15 000 - 17 000$ დაგჭირდებათ.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტმა ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, ამ ფასში ბინის გაგირავების შემთხვევებიც უკვე იშვიათია.
"გირაო ადრე რასაც ერქვა, რომ რა თანხაც სჭირდებოდა მეპატრონეს, იმდენად რომ აგირავებდა ბინას, მასეთი ფაქტები ძალიან იშვიათია, თითქმის აღარ არსებობს. თუ ვინმე აგირავებს, უკვე მესამედ ფასს ამბობს ბინისას", - აცხადებს უძრავი ქონების აგენტი.
ცერცვაძის განცხადებით, საცხოვრებლად ვარგისი ბინის დასაგირავებლად, დღეს უკვე რუსთავში, 20 000-დან 25 000$-მდე თანხა მაინც დაგჭირდება. მისივე ინფორმაციით, გირის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება ოთახების რაოდენობას და სახლის ადგილმდებარეობას.