ეროვნული გამოცდების მე-6 დღე რუსთავში

2024-07-10 17:53:45

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-5 დღე დასრულდა.

აბიტურიენტები გამოცდას დღეს ინგლისურში, რუსულში, გერმანულსა და ფრანგულში აბარებდნენ.

გამოცდა ორ სესიად წარიმართა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 488 აბიტურიენტიდან 457 გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი, რეგისტრირებული 135 აბიტურიენტიდან 116 გამოცხადდა.

მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.