იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 30 და 33 წლის ქართველები სან-კონკორდიოს სადგურისა და ლუკას რადიომობილების განყოფილების წარმომადგენლებმა დააკავეს.
ცნობილია, რომ მათ ორი სხვადასხვა მაღაზია გატეხეს - პირველი შემთხვევის დროს სუპერმარკეტის დაცვამ 30 წლის კაცი გააჩერა, რომელიც სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა, მას ზურგჩანთში 600 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქცია ეწყო.
მეორე შემთხვევა კი მოგვიანებით იმავე დღეს, 14:45 საათზე მოხდა.
33 წლის ქართველ კაცს მაისურის ქვეშ დამალული ჰქონდა ორი შეკვრა უკაბელო ყურსასმენი და 8 შეკვრა Oral-B კბილის ჯაგრისი, ჯამში კი მათი ღირებულება დაახლოებით 300 ევრო იყო.
კარაბინიერებმა ისინი თავდაპირველად დროებითი მოთავსების იზლატორში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სასამართლომ მათი დაპატიმრების ნებართვა გასცა.