რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-5 დღე დასრულდა

2024-07-09 15:26:27

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-5 დღე დასრულდა.

აბიტურიენტები გამოცდას დღეს ინგლისურში აბარებდნენ. გამოცდა ორ სესიად წარიმართა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 488 აბიტურიენტიდან 458 გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი, რეგისტრირებული 487 აბიტურიენტიდან 454 გამოცხადდა.

მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.