მშენებლობას 2 მამაკაცი ემსხვერპლა

2017-12-27 13:00:20

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას 2 მუშა ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით მამაკაცები სამუშაოებს გარკვეულ სიმაღლეზე დამცავი საშუალებების გარეშე ასრულებდნენ რა დროსაც გადმოვარდნენ და ადგილზე გარდაიცვალნენ. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჯები. შსს-ში აცხადებენ რომ ფაქტთ დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: pia.ge