რუსთავის საკალათბურთო კლუბს ახალი დირექტორი და მწვრთნელი ჰყავს

2024-07-08 17:07:38

რუსთავის საკალათბურთო კლუბს  "რუსთავი 1991-ს" ახალი დირექტორი ჰყავს.

დირექტორის თანამდებობა გიორგი გოგობერიშვილმა დაიკავა, ხოლო ახალი მწვრთნელი გიორგი ცეკვავაა.

გოგობერიშვილი 2012-2017 წლებში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო, 2017 წელს კი საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი.

2017-2020 წლებში "რუსთავი 1991”-ის მოთამაშე იყო, 2020 წლის შემდეგ კი კლუბის ასისტენტ-მენეჯერი.

კლუბის დირექტორის თანამდებობას გიორგი გოგობერიშვილამდე კობა კობიაშვილი იკავებდა.

რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, რომელმაც ანატოლი ბოისა ჩაანაცვლა, ცეკვავა წლების განმავლობაში "რუსთავის" კალათბურთელი იყო.

2021 წელს, როცა რუსთავმა სუპერლიგა მოიგო, გიორგი ცეკვავა გუნდის პაკიტანი იყო.