რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-4 დღე დასრულდა.
აბიტურიენტები გამოცდას დღეს ინგლისურში აბარებდნენ. გამოცდა ორ სესიად წარიმართა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 489 აბიტურიენტიდან 458 გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი, რეგისტრირებული 485 აბიტურიენტიდან 450 გამოცხადდა.
მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.