რუსების სარაკეტო თავდასხმა კიევზე

2024-07-08 13:33:08

რუსული ძალების მიერ კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

BBC-ის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, რასაც სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კიევის მერის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის ობიექტი ბავშვთა საავადმყოფო გახდა და მიმდინარეობს ევაკუაცია

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის 7 რაიონში დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და საოფისე შენობები, საბავშვო საავადმყოფო, დაიწვა და დაზიანდა ავტომობილები.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა. კიევის ოლქსა და დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა აფეთქებების ხმები ისმოდა.