საბერძნეთში, ქალაქ პელაში ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 67 წლის საქართველოს მოქალაქეს ბრალად საბერძნეთის ტერიტორიაზე ედება იმიგრანტების უკანონოდ გადაყვანა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.