ხანძარი რუსთავში, საწარმოს ტერიტორიაზე

2024-07-07 16:45:30

რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ღია სივრცეში, ნარჩენებს გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.