იცოდი? - რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეროვნულ ნაკრებში 13 რუსთაველ ფეხბურთელს უთამაშია

2024-07-06 14:42:47

იცოდი? - რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეროვნულ ნაკრებში 13 რუსთაველ ფეხბურთელს უთამაშია.

"იცოდის" წინა ნაწილში ვისაუბრეთ ოთარ კიტეიშვილზე და გაბრიელ სიგუაზე, რომლებიც საქათველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ და ევროპის 2024 ჩემპიონატზეც იყვნენ წასულები.

ამჯერად მოგიყვებით იმ რუსთაველ ფეხბურთელებზე, რომლებსაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეროვნულ ნაკრბში უთამაშიათ.

ასეთი სულ თერთმეტი ფეხბურთელია.

კაცა ცხადაძე - მისი დებიუტი 1990 წლის 27 მაის, ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღს, შედგა. ეროვნული ნაკრებმა პირველად ჩაატარა მატჩი ლიეტუის წინააღმდეგ.

ცხადაძეს ნაკრებში 25 თამაში აქვს ჩატარებული, მათ შორის 21 კაპიტნის სამკლაურით.

კახა ცხადაძე იყო ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი უეფას ეგიდის გამართულ სადებიუტო ოფიციალურ მატჩში მოლდოვასთან 1994 წლის 7 სექტემბერს. 

2014 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად, თუმცა 2016 წელს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ლევან კობიაშვილა მწვრთნელობის პოსტიდან გაათავისუფლა.

გოჩა ჯამარაულის ნაკრებში დებიუტი 1994 წლის 8 თებერვალს მალტის წინააღმდეგ შედგა.

ჯამარაულს ნაკრების მაისურით ჩატარებული აქვს 62 მატჩი, მათ შორის 7-ჯერ კაპიტნის სამკლაურით, გატანილი აქვს 6 გოლი.

ლევან სილაგაძე - მისი დებიუტი 1998 წლის 2 ივნისს მალტის წინააღმდეგ შედგა. სულ ჩატარებული აქვს 21 მატჩი.

 

ნუგზარ ლობჟანიძე - დებიუტი 1993 წლის 25 მაისს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სულ ჩატარებული აქვს 12 მატჩი.

ნიკოლოზ ტოგონიძე - მეკარე, დებიუტი შედგა 1996 წლის 8 მაისს, საბერძნეთის ნაკრებთან. ჩატარებული აქვს 11 მატჩი.

ბაჩანა ცხადაძე - დებიუტი 2014 წლის 5 მარტს ლიხტენშტეინის წინააღმდეგ მატჩში შედგა, ნაკრების მაისურით ჩატარებული აქვს 8 თამაში.

გიორგი კილასონია - მისი დებიუტი შედგა 1991 წლის 7 თებერთვალს მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ. სულ ჩატარებული აქვს 4 მატჩი.

თორნიკე გორგიაშვილი - მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 11 ნოემბერს მოლდოვის ნაკრებთან. ჩატარებული აქვს 4 თამაში.

დავით იმედაშვილი - დებიუტი შედგა 6 სექტემბერს 2006 წელს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში. ჩატარებული აქვს 1 თამაში.

გრიგოლ ბედიაშვილი - მისი დებიუტი შედგა 2006 წლის 10 ივნისს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ. ჩატარებული აქვს 1 მატჩი.

გიორგი რეხვიაშვილი - მისი დებიუტი შედგა 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ. ჩატარებული აქვს 1 მატჩი.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები