რუსთავში ცხოველთა მიერ დაკბენების რაოდენობამ იმატა

2024-07-05 12:15:11

გასულ თვეში, ივნისიში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 339 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.

122 აცრილი 15 წლამდე პაციენტია.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევებმა იმატა და მათი უმრავლესობა, 318 შემთხვევათა, პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევაში კი ცხოველთა პატრონების მიკვლევა ვერ მოხდა.

ჯანგულაშვილის ცნობითვე, პატრონიანი ცხოველების დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 190 ძაღლზე მოდის, 125 კატაზე და 3 კურდღელზე.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სიტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები