რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მაისის თვეში 12 გველი დაიჭირეს.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.
ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ლალი დეკანოსიძის ინფორმაციით, მათთან სულ 26 გამოძახება შევიდა, საიდანაც 12 დადასტურდა, მათ შორის არ ყოფილა შხამიანი გველი.
დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: გველხოკერა - 5 წყლის ანკარა - 2, ჩვ. ანკარა - 3, წენგოსფერი - 1, ფერადი მცურავი - 1.
დეკანოსიძის ინფორმაციით, გასულ თქვეში ქვეწარმავლის მიერ დაკბენის შემთხვევა რუსთავში არ დაფიქსირებულა.
ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.
ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.