მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა გიორგი სარალიძემ განუცხადა, გამოცდის პირველ სესიაზე 508 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, საიდანაც 475 გამოცხადდა.
გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში გამოცდების სირთულეც შეაფასეს. მათი თქმით, გამოცდა არც ისე რთული იყო მათთვის.
ცნობისთვის, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის მეორე სესია სამ საათზე დაიწყება.