იმ პირთა წრე, რომლებიც რუსთავის მერიის სტუდენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობას შეძლებენ, გაფართოვდა. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომაზე მომხსენებელი ქალაქის მერის მოადგილე, ოთარ ტატალაშვილი იყო. მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, მიუხედევად მათი აკადემიური მოსწრებისა, საშუალება ექნებათ აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ.
"ეს ეხებათ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ზრუნვაში 18 წლამდე არიან ადამიანები და უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით, განათლებით, საცხოვრისით და ყველა სხვა საჭიროებით. შესაბამისად, უკვე ზრუნვიდან გამოსულ პირებს მხარდაჭერა სჭირდებათ. რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებობდა პროგრამა, რომელიც მათ გაძლიერებაზე იყო მიმართული და დღესაც არსებობს, თუმცა ამას დაემატა გარკვეული ტიპის მხარდაჭერები, როგორიცაა მათი ჩართვა სხვადასხვა, მუნიციპალიტეტში უკვე არსებულ პროგრამაში, მაგალითად, სწავლის დაფინანსებაში. მოგეხსენებათ, რომ სწავლის დაფინანსება არსებობს უკვე ჩვენს ქალაქში და ბევრი სტუდენტი სარგებლოს ამით, თუმცა ეს არის მიბმული აკადემიურ მოსწრებაზე და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ზრუნვიდან გასული პირებისთვის, აკადემიური მოსწრება არ ყოფილიყო განმსაზღვრელი და მათ ყველა შემთხვევაში შეძლებოდათ ამ პროგრამაში ჩართვა", - განაცხადა ოთარ ტატალაშვილმა.
რაც შეეხება წარჩინებული სტუდენტების დაფინანსების წესს, იხილეთ მითითებულ ბმულზე.