რუსთაველმა ამიკო სვიმონიშვილმა ესპანელი მეტოქე დაამარცხა

2024-06-30 15:25:53

რუსთაველმა გრეპლერმა, ამიკო სვიმონიშვილმა ესპანელი მეტოქე დაამარცხა.

თბილისში საუკეთესო ესპანელ გრეპლერებსა და ქართველ სპორტსმენებს შორის, "gama grappling" ს ორგანიზებით შეჯიბრება გაიმართა.

ქვეყნებს შორის დაპირისპირება, რომელშიც 7 სპორტსმენი მონაწილეობა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვება მოიპოვა მძიმე წონით კატეგორიაში, 100 კგში, რუსთაველმა ამიკო სვიმონიშვილმაც, რომელმაც ესპანელი შავი ქამრის მფლობელი დანიელ ლიტა კლაუდიო დაამარცხა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები