"ბავშვი ყვიროდა მიშველეთო" [video]

2023-06-29 17:44:41

რუსთავში მამაკაცმა მოზარდი გადაარჩინა. [ვიდეო/video]

33 წლის მირზა კუბლაშვილმა არასრულწლოვანი საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ცეცხლიდან გამოიყვანა. შემთხვევა მე-17 მიკრორაიონში მოხდა.

ხანძარი კორპუსის მე-3 სართულზე, ე.წ. საშრობში გაჩნდა. მოქალაქე მილების დახმარებით საშრობის აივანზე ავიდა და მოზარდი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანა.

"ეზოში ვიყავი, მანქანაში ვიჯექი და ყვირილის ხმა ისმოდა, მეთქი რა ხდება, გადმოვედი და დავინახე ცეცხლია, ბავშვი კი ყვირის მიშველეთო. საიდან უნდა ავსულიყავი, შიგნიდან ჩაკეტილი არის კარებიო და მილების დახმარებით ავედი. კიდევ კარგი არ გადმოხტა, ემოციური ფონი ჰქონდა და რომ გადმომხტარიყო ძალიან ცუდი სიტუაცია იქნებოდა. გადმოვიყვანე აქეთ და ჩამოვიყვანე დაბლა ნელ-ნელა", - აცხადებს მირზა კუბლაშვილი.

არასრულწლოვანი ზედა კიდურის დამწვრობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები